თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.
როგორც მერიაში განაცხადეს, აღნიშნული შენობიდან ბოლო მცხოვრებელი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიყვანეს.