ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 124 ადამიანს დაუდასტურდა.
ოკუპირებული რეგიონის ხუთ კოვიდ-ცენტრში 253 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 37 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 135 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 102 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი, გამოჯანმრთელდა 6 345 ადამიანი.