logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია სუნთქვის საშუალება მივცეთ ბიზნესს
- +

24 დეკემბერი. 2020. 02:28

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა მნიშნველოვანია ბიზნესს სუნთქვის საშუალება მიეცეს, რადგან მასზე სამუშაო ადგილებია დამოკიდებული. საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„რა თქმა უნდა ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს. ხელისუფლებას გარკვეულწილად მრავალმხრივი საკითხების გათვალისწინება უწევს. უპირველესი და შეუცვლელია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკონომიკური ბლოკიც აბსოლუტურად, მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ თითოეული მოქალაქის შემოსავალზე გადის. სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია ზოგჯერ, თუკი სუნთქვის საშუალება არის, მივცეთ ბიზნესს, რადგან ამაზე არა მხოლოდ ბიზნესმენებისა და ბიზნესის შემოსავალი, არამედ სამუშაო ადგილებია დამოკიდებული - მისი არსებობა. ამიტომ ყველაფერი იქნა გათვალისწინებული და გარკვეულ რისკებზე წავედით. თუმცა, რისკების მინიმიზაციაზე, ხელისუფლების გარდა, პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც აკისრია. რა თქმა უნდა ვშიშობ, რისკებს შეიცავს, ამიტომ საზოგადოებისთვისაც და ჩვენთვისაც ხვალინდელი დღე, 8 დღე, როცა შეზღუდვები შემსუბუქებული იქნება, გამოცდა იქნება, თუ როგორ გავითავისეთ, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ, როგორ ვართ მზად, რომ შემდეგი პერიოდი ასეთ რეჟიმში ცხოვრება მოგვიწევს“,- აღნიშნა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner