logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ნაცოპოზიციის მარგინალიზაცია უკვე დაწყებულია!
- +

24 დეკემბერი. 2020. 03:04

 

 

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

 

„ოპოზიციის მთელი გათვლა ახლა გაზაფხულს უკავშირდება. გაზაფხულზე იმედი აქვთ, რომ გამოსვლები და დემონსტრაციები დაიწყება და ოცნებასაც სერიოზულ დათმობაზე მოუწევს წასვლა, რაც მათსავე გათვლებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან ასოცირდება.

გაზაფხული კი მორიგ ეტაპად იმიტომაც არის გადაწყვეტილი, რომ სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის დამძიმების იმედი აქვთ, რაც პროტესტს ააგორებს და ხალხსაც გარეთ გამოიყვანს.  ფაქტია, რომ არჩევნების დასრულების დღიდან, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მაინც ვერ უზრუნველყვეს ხალხის გარეთ გამოყვანა. ამ წარუმატებელი ამოცანის გადაწყვეტას ემსახურება დღემდე მათი მხარდამჭერი მედია პლათფორმის აქტივობის ფოკუსირებაც, არჩევნების"ტოტალურ გაყალბებაზე" და იმის მინიშნებაზე, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში მართველი პარტია ბოლომდე ვერ გაძლებს, რასაც საერთაშორის ზეწოლაც დაემატება. ბოიკოტის არჩეული ფორმაც ამისთვის არის გამოყენებული, რასაც არც მალავენ თავიანთ კომენტარებში.

მთელი ეს ოპოზიციური ერთობაც ამ მოლოდინებზეა აგებული. ცალკე თემაა რა საერთო ინტერესი უნდა აკავირებდეთ ამ მართლა იდეოლოგიურ აჯაფსანჯალს ერთმანეთთან. პრინციპში სხვა არც არაფერი, გარდა მომავალი პრივილეგიების მიღებისა. დემოკრატიისათვის მებრძოლი აქ რომ არავინ არაა, ეს ისედაც ცნობილია, მათივე წარსულიდან და ბიოგრაფიებიდან, ზოგს სამხედრო გადატრიალებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ზოგს წინა ხელისუფლების დროს მეტად საეჭვო გარიგებებში.

ძალზე სიმპტომატური იყო გუშინდელი დებატები ტელეკომპანია "ფორმულაზე" , სადაც კითხვაზე ამ "ტოტალური გაყალბების" გარეშე  რამდენი პროცენტი უნდა მიეღო იგივე "ლელოს", პასუხი ვერ გასცეს! აი, ეს არის მთელი ამ პოლიტიკური შეფუთვის დედააზრიც.

რეალურად მიიღეს ის შედეგი, რაც ცესკოს მიერ დაიდო და "თავისუფალი არჩევნების"იგივე "ისფედის" მიერ იქნა დაზუსტებული, როდესაც გასწორდა ის 2 %-იანი სხვაობაც, რაც იყო ამ გაყალბების ერთ-ერთი საყვირალი თემა.

ამიტომაც არის, რომ მათ არა აქვთ არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა, არა მგონია ჩვენი საზოგადოებაც იმდენად მიამიტი იყოს, რომ ამას ვერ ხვდებოდეს. ეს მათ ჰგონიათ ხალხი ბრბო და ადვილად სამართავი, სხვა შემთხვევაში გამოსვლები და პროტესტი გარდაუვალი იქნებოდა!

სწორედ ეს აჩვენა 2012 წელმაც და იმიტომაც ვერ გაბედა  სააკაშვილმა არჩევნების მიტაცება და ნაკლებად დემოკრატიისადმი ერთგულების გამო!

არანაირი კატასტროფა გაზაფხულზე არ მოხდება, არც საბანკო სექტორი ჩამოიქცევა და არც ბიზნესის გაკოტრებებს ექნება ადგილი. ანალოგიური  მუქი სცენარების უადგილობა ჩვენ უკვე ვნახეთ და გაზაფხულზე პირველი ლიკდაუნის დროსაც გამოჩნდა. ბუნებრივია, გამოწვევები არის, მაგრამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ეს მეორე ეტაპიც, მხარდაჭერილი სართაშორისო დახმარებებზე, როგორც მიკრო, ასევე  მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას უზრუნველყოფს.

ვაქნინაციის დაწყებით კი პანდემიის გლობალური ტრენდიც სასიკეთოდ გადატყდება, რადგან ეკონომიკა პირველ რიგში მისი მძევალია.

ნაცოპოზიციის და მისივე ველზე მოდრეიფე პოლიტიკური სუბიექტების მარგინალიზაცია უკვე დაწყებულია! არა მგონია, რომ ამას ბარიერგადალახულთა ნაწილი, პიროვნულ დონეზე მაინც ვერ ხვდებოდეს, მალე ისიც გამოჩნდება ვინ იყო სააკაშვილ - ბოკერიას მიერ მართლა ყურებით დაჭერილი წარსულის კომპრომატების გამო. პარლამენტში შემსვლელებსაც მალე ვნახავთ და ერთპარტიულობის მითიც ამით დასრულდება!“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner