logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტში იჯდეს ეს ხალხი და ისევე, როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა
- +

24 დეკემბერი. 2020. 19:59

 

 

„დიალოგი პერსპექტივა კი არ არის, ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ დაგვაკისრა“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი ოპოზიციასთან.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს და დიალოგისთვის მზად არის.

 

„მე შეიძლება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მომწონს, ზოგი - ნაკლებად, ან საერთოდ არ მომწონს, რადგან მისი ფასეულობები არ მესმის, მაგრამ ჩემს გემოვნებაზე ხომ არ არის საქმე?! საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტში იჯდეს ეს ხალხი და ისევე, როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა პირობითად. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს. დიალოგი არის ვალდებულება, ამ ვალდებულების გააზრებით ვმოქმედებთ ჩვენ და დიალოგისთვის ყოველთვის ვიქნებით მზად“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner