„გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანა შემდეგ წლებში იქნება ქვეყნის კრიზისიდან სწრაფად გამოყვანა, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება, ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო მმართველობის რეფორმები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შემდეგ ოთხ წელიწადში 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში, ანუ დაპირებული 8-პროცენტიანი დონის შენარჩუნებას მშპ-სთან მიმართებაში.
„როგორც პრემიერობის კანდიდატი შეგვპირდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, რათა ქვეყანაში ინვესტირებული თითოეული დოლარი მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ამას დასჭირდება ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომ პარტნიორების მეტი წარმომადგენლობა ჩვენს რეგიონში არის საქართველოს შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი. ჩემთვის, პირადად, მნიშვნელოვანია ის, რომ რეგიონში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, როცა მოხდა რუსეთის წარმომადგენლობის გაძლიერება, მთავრობა ფიქრობს ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც რეგიონში გაძლიერებულ დასავლურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. პრიორიტეტი იქნება აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებში (თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.