logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ოპოზიციას მარტივ რამეს მოუწოდებენ - პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაში
- +

24 დეკემბერი. 2020. 20:27

 

„ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რასაც მოგვიწოდებენ, ჩვენ იმას ვაკეთებთ, ისინი  ოპოზიციასაც მარტივ რამეს მოუწოდებენ - პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაში და თუ თქვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცათ და პასუხისმგებლობა დაგაკისრათ, მაშინ ნება იბოძეთ და იმ მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა და არა ქუჩა“ , - ამის შესახებ საქარტველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღიქვამს და უსმენს მათ.

 

 

„ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღვიქვამთ და ვუსმენთ მათ. რაშია სხვაობა - როდესაც საუბარია იმაზე, თუ რაში იყო ხარვეზები, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუსმენთ და მივიღეთ ისეთი რადიკალური ნაბიჯები საარჩევნო რეფორმის გასატარებლად, რომ ამერიკის ელჩმა, ქალბატონმა დეგნანმა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენს ოპოზიციასთან ერთად, აღიარა, რომ რეფორმები ის ნუსხა, რომელზეც ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით, არის საჭირო, აუცილებელი და რადიკალურად გააუმჯობესებს საარჩევნო სისტემას. იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, როგორც კი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვნახეთ, რომ შეკითხვები იყო, ავდექით და გავგზავნეთ ვენეციის კომისიაში. კიდევ რა გავაკეთოთ? რა არის ეს, თუ არა კონსტრუქციული პარტნიორობა და დისკუსია.

 

 

 

ახლა მეორე მხარეს შეხედეთ - მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რასაც მოგვიწოდებენ, ჩვენ იმას ვაკეთებთ. რასაც მოუწოდებენ ოპოზიციას, მარტივ რამეს მოუწოდებენ - პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაში და თუ თქვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცათ და პასუხისმგებლობა დაგაკისრათ, მაშინ ნება იბოძეთ და იმ მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა და არა ქუჩა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner