logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ეს დავალება იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური
- +

24 დეკემბერი. 2020. 20:41

 

 

„ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებასთან დაკავშრებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 მისი თქმით, მისი  დავალება მაშინ იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური.

 

 „ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი მოვალეობა. ისევე, როგორც შსს-ს მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელის გარდაუვალობა იყოს აღსრულებული. მერწმუნეთ, რომ შსს ამ დავალებას შეასრულებს თქვენ თუ გგონიათ, რომ მსგავსი საკითხებით რაღაც წინააღმდეგობას გააჩენთ ჩემსა და შს მინისტრს შორის. არ გამოგდით. ჩემი დავალება მაშინ იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. ამასთან ერთად სასჯელის გარდაუვალობა უნდა დადგეს და დადგება ძალიან მალე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner