logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გლობალური თუ შიდა გამოწვევების ფონზეც ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის მომავალზე პასუხისმგებლობას ისევ „ქართული ოცნება“ იღებს
- +

24 დეკემბერი. 2020. 20:45

 

 

„პანდემია, მისგან გამოწვეული კრიზისი, ბოლოდროინდელი განვითარებები რეგიონში - ოკუპაცია, შიდა და გარე საფრთხეები - ერთობლიობაში ქმნის იმ გამოწვევების გარემოს, რომელშიც ჩვენს ქვეყანას უწევს განვითარება. შესაბამისად, არსებული გამოწვევები ჩვენი ქვეყნის განვითარების სამთავრობო პროგრამის ნაწილად იქცა“, - იურისტი თამთა მეგრელიშვილი სამთავრობო პროგრამას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

თამთა მეგრელიშვილი წარმატებას უსურვებს სამთავრობო გუნდს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს დავძლევთ და წავალთ წინ, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

 

„ისეთ სერიოზულ ამოცანებს, როგორებიცაა: მოახდინო ეკონომიკის კრიზისიდან დროული გამოყვანა, კრიზისამდე არსებული პოზიტიური ტენდენციების დაბრუნება, და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის „შესაძლებლობების“ ეკონომიკად გარდაქმნა; კერძო სექტორისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებითა და მისი მხარდაჭერით შესაძლო სამუშაო ადგილების შექმნა; მშვიდობიანი გზით, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკით ყველგან, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე ხაზი გაუსვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობას და მოთხოვნას; მოახერხო და ეპიდგამოწვევაში უხილავ ომს მოარგო ქვეყნის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სისტემები; ყურადღების მიღმა არ დაგრჩეს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ინსტიტუტების გაძლიერება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც წარმოდგენილი სახელისუფლებო გუნდისთვის პირველადი და ფუნდამენტური ღირებულება; შექმნა რესურსი, რათა საკუთარი ქვეყანა მოამზადო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად, დამეთანხმებით, რომ ყოველივე ეს, სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.

 

დასმული ამოცანების გადაჭრა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ოპოზიციური ნაწილის პასუხისმგებლობაცაა, მაგრამ, როცა ისინი საკუთარი ნებით ქუჩაში ცეცხლს ეთამაშებიან, „თბებიან“ ... გლობალური თუ შიდა გამოწვევების ფონზეც, ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის მომავალზე პასუხისმგებლობას ისევ „ქართული ოცნება“ იღებს! ყველაფერს დავძლევთ და წავალთ წინ, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ! წარმატებები!“ - წერს თამთა მეგრეიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner