ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან "იმერეთში" აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან, მეხანძრე-მაშველებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდაცველები. ტერიტორია ყვითელით ლენტით არის შემოსაზღვრული.