logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: „ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მიმღებთა ადგილზე მე რომ ვიყო, უყოყმანოდ დავნიშნავდი რიგგარეშე არჩევნებს!
- +

24 დეკემბერი. 2020. 21:23

 

 

„რა მოხდება, რომ მომავალ შემოდგომას დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები - კარგად გათვითცნობიერებული ქართველი ამომრჩევლის სიმრავლიდან კიდევ რაფინირდება 7-10% მაინც, რომელიც გასულ არჩევნებზე რეალურად აძლევდა ხმას ე.წ. ოპოზიციას და მომავალ, წარმოსახვით რიგგარეშე არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" და მასთან აფილირებულ პოლიტიკურ ძალებს მისცემს ხმას“, - ამის შესახებ ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

 

„...მაინც მაწუხებს ეს წვეტიანი აზრები და ჩემთვის ვფიქრობ - რა მოხდება, რომ მმართველი ძალა დათანხმდეს და  გაზაფხულზე ვერ მოესწრება და  მომავალ შემოდგომას დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები (ამის მექანიზმის მოფიქრება კიდევ ცალკე სერიოზული პრობლემაა!) !!!

რა მოხდება და:

- უკვე ყველა პოლიტიკურ ნიუანსში კარგად გათვითცნობიერებული ქართველი ამომრჩეველის სიმრავლიდან კიდევ რაფინირდება 7-10% მაინც, რომელიც გასულ არჩევნებზე რეალურად აძლევდა ხმას ე.წ. ოპოზიციას და მომავალ, წარმოსახვით რიგგარეშე არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" და მასთან აფილირებულ პოლიტიკურ ძალებს მისცემს ხმას;

-  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მორალურად და ფინანსურ-ფიზიკურად დაქანცული ე.წ. ოპოზიცია შეეცდება მაქსიმალურ მობილიზებას ადგილობრივი და უცხო ქვეყნებში დალექილი მხარდამჭერებისას და შეეცდება კიდევ ერთხელ გააყალბოს მათ მიერ მიღებული ხმების და "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მხარდაჭერის ნაწილი და სხვადასხვა,  მათთვის აპრობირებული მეთოდით ( კარუსელი, ჩაყრა, ბიულეტენის გაფუჭება და სხვ.) შეეცდება მაქსიმალური შედეგის მიღებას;

- "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, გასულ  2020 საპარლამენტო არჩევნებზე მწარედ მიღებული გამოცდილებით, როდესაც მათ თვალწინ არჩევნების შედეგების ნაწილი თავის სასარგებლოდ და "ქართული ოცნების" საზიანოდ გააყალბა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან განაყარ-აფილირებულმა "ევროპულმა საქართველომ" , დახვეწენ საარჩევნო პროცესის კორექტულად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად წინასაარჩევნო, უშუალოდ არჩევნებისა და ფინალური ფაზის-ხმების დათვლის და ოქმებში გაფორმების პერიოდებს და მაქსიმალურად შეეცდება მიღებული ხმების დაუზიანებლად დაცვას და ამით მოუსპობს საშუალებას მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას მისთვის საარჩევნო შედეგების არაკეთილსინდისიერად გაუმჯობესებისა.

- ამის შედეგად "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან განაყარ-აფილირებული ე.წ. ევროპული საქართველო მათ სასარგებლოდ საარჩევნო პროცესის კორექტულად ჩატარების შემდეგ  კიდევ დაკარგავს დაახლოებით 10-12% -ს იმ შედეგისა, რომელიც მათ გაუფორმდათ 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

- ამ ყველაფრისა და კიდევ რამოდენიმე პოლიტიკური სვლის გავლის შემდეგ , "ეუთო/ოდირ" - ის ხანგრძლივი დაკვირვების მისიის მუშაობის და საარჩევნო პროცესის მაქსიმალურად კორექტულად ჩატარების და ხმათა დათვლის პროცესში "ქართული ოცნების" მხრიდან განსაკუთრებით ერთგული და მოუსყიდავი წარმომადგენლების დანიშვნის უზრუნველყოფით მოსალოდნელია, რომ "ქართული ოცნება" საბოლოოდ მიიღებს იმ რეალურ მხარდაჭერას ამომრჩევლებისგან, რომელიც 2020-ის არჩვნებზედაც მიიღო და ამას დაემატება ოპოზიცისს ფრუსტრირებულ მხარდამჭერთა ზემოთაღნიშნული 7-10% და საბოლოო შედეგად გაფორმდება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა დაახლოებით 58- 65 % !!!

- შესაბამისად არჩევნებში მონაწილე "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან აფილირებული ე.წ. პარტიების მხარდაჭერა შემცირდება ზემოთაღნიშნული ფრუსტრირებული ამომრჩევლის ხმებით და გაყალბების შეუძლებლობით ტყუილად ვერდაწერილ  10-12% -ით და საბოლოოდ "ნაციონალური მოძრაობა"-ს დაუფიქსირდება რეალურად მისი მხარდამჭერთა არაერთი კვლევით დაფიქსირებული 12-15%, ხოლო ყველა დანარჩენი ე.წ. პარტია მიიღებს 2020-არჩევნებზე "მიღებული" ხმების ნახევარს !!!

- საბოლოოდ რეალურად ჩამოყალიბდება მხარდამჭერთა თანაფარდობა 62-65% (ქართული ოცნება) დანარჩენების წინააღმდეგ ( 35- 42 %) ჯამში.

შედეგად ბევრი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც დღეს რატომღაც სერიოზულობაზე პრეტენზია აქვთ, საერთოდ გაქრებოდნენ პოლიტიკური ველიდან, ზოგიერთიც დასჯერდებოდა მისთვის რეალურად კუთვნილ ადგილს "კუთხეში" და დალაგდებოდა პოლიტიკური სპექტრიც რეალური გავლენებისა და მხარდაჭრრის მიხედვით!

... " ქართული ოცნების " გადაწყვეტილების მიმღებთა ადგილზე მე რომ ვიყო, უყოყმანოდ დავნიშნავდი რიგგარეშე არჩევნებს!!!

პ.ს. : აზრები წვეტიანია, მაგრამ არც თუ ძალიან საშიში“, - წერს ყარაულაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner