logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დღეს ჩვენ თვალწინ ხდება ქართული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება
- +

24 დეკემბერი. 2020. 21:49

 

 

„რეალურად ეს არის ქართული დემოკრატიული პროცესის ჩამოყალიბება, დახვეწა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ქართული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება დღეს ჩვენ თვალწინ ხდება.

 

 „რამდენად სწორი გგონიათ თქვენ, რომ პარლამენტში გამარჯვებულ პარტიას უწევდეს მსგავსი საკითხების მოგონება იმისთვის, რომ ოპოზიცია, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა მისცეს, პარლამენტში შეიტყუოს.  რეალურად ეს არის ქართული დემოკრატიული პროცესის ჩამოყალიბება, დახვეწა. დღეს ჩვენ თვალწინ ხდება ქართული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. ეს ხომ ვერ იქნება სხვა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა. რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ევროპული სტანდარტების დასავლური პოლიტიკური კულტურა, მაგრამ იმ ნიუანსებით, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი რეალობისთვის და ეს ხდება ახლა ჩვენს თვალწინ. ხშირ შემთხვევაში ეს არასახარბიელოდ გამოიყურება, მაგრამ რას ვიზამთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner