„ორ გვამში რომ დიიიიდ პრემიას იხდიდნენ და იღებდნენ, ის ხალხი დღეს ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას აკრიტიკებენ და შსს-კენ თითს იშვერენ“, - ამის შესახებ „მარშალპრესის“ გენერალური დირექტორი ოთო სტეფანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც სტეფანიშვილი აღნიშნავს, ის რომ, ყველა მძევალი გადარჩა და სისხლი არ დაღვრილა, თითოეული პოლიციელის და ვახტანგ გომელაურის დამსახურებაა.
„ოპერაციამ უმსხვერპლოდ ჩაიარა და ადამიანები გადარჩნენ, ტერორისტი იძებნება და უსაფრთხოების ზომები მკვეთრად გაძლიერებულია.
მე ვხვდები, რომ ოპოზიციას უნდოდა ესებუას ყუმბარა აეფეთქებინა და იქ უამრავი ადამიანი მომკვდარიყო; მესმის რომ ეს ოპოზიციას საშუალებას მისცემდა გვამებით ევაჭრა წინასაარჩევნოდ. უხხხ ნეტა აუფეთქდეს, უუუუხ ნეტა ისროლოს- აღგზნებული ცმუკავდა მიჰა და მისი დამპალი პლიადა, მაგრამ: ყველა მძევალი გადარჩა, სისხლი არ დაღვრილა და ეს თითოეული პოლიციელის და ვახტანგ გომელაურის უშუალო დამსახურებაა.
რუსული მეთოდით აწევდნენ იმ ბანკს ხაერში, სწორდაც რომ ხაერში და არა ჰაერში. გაიხსენეთ ვანოს ორი გვამი: იქ კითხულობს ერთი, რამდენი ვერტყმფრენია ხაერშიო, პრემია დიდიაო, დავხოცოთო. ეს მიჰას შსს და მიჰას ძალოვნებია, დღეს კი ჰუმანური პოლიცია გვყავს. ასე რომ, სანამ თითს გაიშვერთ, ჯერ უსუნეთ თქვენ თითს, ე მანდ ვანოში არ გქონდეთ შეყოფილი“, - წერს სტეფანიშვილი.