logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: თვითმართველობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამართული მუშაობა რეგიონული განვითარებისთვის მთავარი მამოძრავებელი ღერძია
- +

24 დეკემბერი. 2020. 22:41

 

 

 

„რთულ პერიოდში მოუწია მინისტრთა კაბინეტს მუშაობა და არანაკლებ რთული გამოწვევები გველოდება წინ. ეს ის გამოწვევებია, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს უზარმაზარი რისკების წინ გვაყენებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ნაბიჯი იყოს აწონ-დაწონილი იმიტომ, რომ ერთ გადაწყვეტილებზე უზარმაზარი შედეგები არის დამოკიდებული“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.

 

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ დროს, როცა მთელო მსოფლიო გაერთიანდა პანდემიის და  ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დადგა ვირუსისა და კრიზისის მხარეს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდეს.

 

„ქვეყანა ძლიერი მაშინ არის, როცა ძლიერი რეგიონებია, ყველა რეგიონი თანაბრად ვითარდება.  ბანალურ ჭეშმარიტებას ვიმეორებ, მაგრამ ეს ასეა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გამართული მუშაობა თვითმართველობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, რომელიც რეგიონული განვითარებისთვის მთავარი მამოძრავებელი ღერძია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ წლებში, ამ  პირობებში  კრიზისი არ შეეხოს ჩვენს რეგიონებს. რამდენიმე დღის წინ  მოვისმინეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან შთამბეჭდავი ანგარიში, დახუნძლული ციფრებით.  შემდეგი 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება 20 მილიარდი ლარი, ეს არის უზარმაზარი ციფრი და გარანტი იმისა, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება, არამედ ეკონომიკური ზრდა იქნება, რომელიც ასე შეფერხდა. ეს ერთგვარად სტიმულს მისცემს კერძო ეკონომიკურ საქმიანობასაც. ინფრასტრუქტურაა სწორედ ის ღერძი, რომელზეც საბოლოოდ ეკონომიკა უნდა და დაეშენოს და განვითარდეს. 200 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში და კიდევ 200 ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა აშენდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რომ წარმოვიდგინოთ ეს რამხელა მასშტაბია, ვიტყვი, რომ 70-68 კილომეტრი მსგავსი გზა აშენდა 2004-2012 წლებში, ანუ ზუსტად იმდენივე, რამდენიც აშენდა მხოლოდ მიმდინარე წელს. პრემიერმინისტრობის კანდიდატის პასუხი ჩემს კითხვაზე იყო ძალიან ზუსტი და დამაიმედებელი, რომ წყალი ხდება ნომერ პირველი პრობლემა უამრავ პრობლემას შორის. მართლაც საოცარია, მაგრამ ძალიან ბევრი ქალაქი, სოფელი, მუნიციპალიტეტი არის სასმელი წყლის გარეშე, არათუ 24 საათიანი მომარაგება არ არის, არამედ ბევრ ადგილზე საერთოდ არ არის ეს წყლის სისტემები. ძალიან კარგია, რომ ქუთაისში, ჭიათურაში, ბათუმსა და ზუგდიდში მოწესრიგდა ეს საკითხი, თუმცა დარჩენილი არის ძალიან ბევრი ქალაქი“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი ინფორმაციით, 350 მილიონი ლარი იქნება ის თანხა, რომელიც მომავალ წელს მხოლოდ წყლის პროექტებისთვის დაიხარჯება. მისივე თქმით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება 2 მილიარდ 422 მილიონი ლარი, რაც არის 550 მილიონით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს

 

 „თუმცა, აქვე ვიტყვი იმ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ყველა მუნიციპალიტეტს, ეს არის მინიციპალური განვითარების ფონდის შედარებით შემცირებული ბიუჯეტი, დაახლოებით, 100 მილიონით. ძალიან მიჭირს ამ კრიზისის ფონზე ვთხოვო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რომ რაღაც თანხა გამოვნახოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ესაა თანხა, რომელსაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა, ყველა მუნიციპალიტეტი“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისი თქმით, ყველაზე მასშტაბური პროექტი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალი, თუმცა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სხვა პროექტებიც, რომელსაც წლებია ელოდება ქართული საზოგადოება.

 

 „ეს პროექტი გვიქმნის საშუალებას, რომ უმნიშვნელოვანესი ტურისტული რეგიონები, ( სამცხე-ჯავახეთი თავისი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლებით, ბათუმის სანაპირო და, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს საზღვაო სანაპირო) დაკავშირდეს ერთმანეთთან და მთის აჭარა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ უნიკალური ბუნებაა. ეს უზარმაზარი რეგიონები დამატებით ეკონომიკურ პოტენციალს შექმნის. მეორე უმნიშვნელოვანესი პროექტი არის ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზა, 9-კილომეტრიანი გვირაბი ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც გაზრდის არა მხოლოდ ამ კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ გააძლიერებს მთელი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს“, -აღნიშნა სოზარ სუბარმა. მან ადსევე თვითმმართველობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„2012 წლიდან დაიწყო რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება არჩევითი მერები, 50%-იანი ბარიერი, რეალური ბიუჯეტი, თუმცა ეს ბიუჯეტი მაინც არ არის საკმარისი. თუმცა არის მუნიციპალიტეტები, რომლებშიც მკვეთრად გაიზარდა თვითდაფინანსება, ადგილობრივი შემოსავლები. რამდენიმეს ჩამოვთვლი მხოლოდ: გარდაბანი - 22 მილიონიდან 48 მილიონამდე, ყაზბეგი 5 მილიონიდან 20 მილიონამდე, მესტია 600 ათასიდან 11 მილიონამდე და ეს არის ის ბიუჯეტები, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ მოსახლეობის ძალიან ბევრი პრობლემა  გადაწყვიტონ. ბევრ მუნიციპალიტეტს, სამწუხაროდ, არ აქვს ასეთი შემოსავლები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მუნიციპალიტეტებს გაუჩნდეთ თავისი შემოსავლები“ -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მან ისაუბრა ასევე ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე,

 

 „შარშან დამთავრდა მუცოს რეაბილიტაცია, მუცო, რომელმაც მოიპოვა ევროპა ნოსტრას მთავარი პრიზი და ეს ულამაზესი ადგილი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ გახდა ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ობიექტი. გვაქვს არაერთი ძეგლი, რომელთაც ასევე ძალიან სჭირდებათ შველა. ჩამოვთვლი იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებულია: აბასთუმანი, ასურეთი, შვაბების ქუჩა, უშგული, წყალტუბო, რომელიც თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით და წყლის რესურსებით შეიძლება გახდეს მტელი დასავლეთის საქართველოს ტურისტული პოტენციალის ჰაბი. მთა-თუშეთში მომავალ წელს იწყება მასშტაბური პროექტი, პირველად იწყება სოფელ ძველ დიკლოთში და ასევე რამდენიმე პროექტი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება: მომავალ წელს უნდა დაიწყოს რესტავრაცია არხოტში (ხევსურეთი).ორი პროექტი, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო ეჭვის ქვეშ დგას დაიწყება თუ არა, არის  სოფ. გოგოლათი, რომლის პროექტირება ჯდება 2 მილიონი და რომელიც კარგი იქნება თუ დაიწყება გაისად და სოფელი ლაღანი, რომელზეც დაპროექტება გაკეთებულია, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო ეჭვის ქვეშ დგას, თუ რამდენად შევძლებთ. თუნდაც რომ დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ამასობაში ტურისტული სეზონიც მოგვისწრებს. ს არის ის ძეგლები, რომლებიც არა მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძგლებია მნიშვნელოვანი, არამედ თითოეული აქ დახარჯული ლარი ათმაგად მობრუნდება ქვეყნის ეკონომიკაში და მოსახლეობის შემოსავლებში“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner