„მთელი დღის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება, ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტურად განხორციელდა პირველი დღე და ნაკადების მართვა აბსოლუტურად ორგანიზებული იყო, რაც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ რეკომენდაციები, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დღეს ფაქტობრივად აბსოლუტურ უმრავლესობაში დიდი სიზუსტით იყო შესრულებული“, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე არსებითი ხასიათის დარღვევები არ გამოვლენილა, ამიტომ საჯარიმო სანქცია არ ყოფილა გამოყენებული.
„ინდივიდუალური, მცირე დარღვევები, მართალია, დაფიქსირდა, მაგრამ ეს იყო პირველი დღე და ქცევის მოდელი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო პირველ დღეს, ბუნებრივია, რომ ეს დისკრეციის ფარგლებში იყო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლული. ამიტომ, ხვალ უკვე დავაკვირდებით, რომ ის დადგენილი წესი, რომელიც დღეს იქნა გაცემული შრომის ინსპექციის მხრიდან, უნდა იყოს აღსრულებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.