„სტრასბურგის სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გვაქვს მტკიცებულებათა ერთნაირი ბაზა, ეს არის ძირითადად 700-მდე მტკიცებულება, რაც სტრასბურგში წარვადგინეთ და ეს არის ძალიან ტიტანური შრომა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ტვ „იმედის“ ეთერში 2008 წლის ომის საქმეზე საუბრისას.
მისი თქმით, რადგან ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, სასამართლოს იურისდიქცია, მიუხედავად იმისა, რუსეთი მხარე იქნება თუ არა, ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილია რომის სტატუტის მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიზე, ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს ტერიტორია და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი და რუსეთის მოქალაქეები ექცევიან ზუსტად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ.
„ვითარებას ართულებს ის, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელმოწერა გაიწვია და არ თანამშრომლობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან და განსაკუთრებით, პროკურორის ოფისთან. თუმცა, როგორც ფატუ ბენსუდამ განაცხადა, ეს ვითარებას ართულებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმის გამოძიება შეუძლებელია. გამომდინარე ამ გარემოებებიდან, ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ. სტრასბურგის სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გვაქვს მტკიცებულებათა ერთნაირი ბაზა, ეს არის ძირითადად 700-ამდე მტკიცებულება, რაც ჩვენ სტრასბურგში წარვადგინეთ და ეს არის ძალიან ტიტანური შრომა. ეს მტიკიცებულება არის ფოტო, აუდიო და ვიდეომასალა, ეს არის ისეთი უნიკალური მტიკიცებულება, როგორიცაა სეისმური სადგურის ჩანაწერები“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.