logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სიმშვიდისა და ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ჯადოსნური ღამე
- +

25 დეკემბერი. 2020. 01:02

 

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე ქრისტეს შობას ულოცავს ყველას, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

 

„დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი აღნიშნავს მაცხოვრის შობას. ამაღამ ბევრი თბილისური ოჯახი ზეიმობს სიკეთის, იმედისა და სიყვარულის დღესასწაულს. შობა-ახალი წლის საზეიმო განწყობა გვავიწყებს ამ მძიმე წლის პრობლემებს, გვათბობს და გვამხნევებს. ვულოცავ ყველას აქ – დედაქალაქში და ჩვენი ლამაზი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში! აგრეთვე, ვულოცავ ჩემს მეგობრებს უკრაინასა თუ იტალიაში, ამ ყველასთვის საყვარელ ზეიმს! სიმშვიდისა და ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ჯადოსნური ღამე. გილოცავთ“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner