„ჩვენ გყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჯიუტად იმეორებს, მიუხედავად იმისა რომ მტკიცებულებები არ არსებობს, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა და ამის ფონზე აღმოჩნდა ბოლო პერიოდში, რომ სინამდვილეში გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები და ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ისინი ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას, გადადგომა მოუწია ISFED -ის ხელმძღვანელს ელენე ნიჟარაძეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ელენე ნიჟარაძის გადადგომის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ეს თავისთავად, ძალიან მიხარიათქო რომ გითხრათ ნამდვილად მოგატყუებთ, მაგრამ ცუდი ფაქტია. ვიღაცამ გაბედა, ჩვენი მთავარი პარტნიორის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაერია და გააყალბა პარალელური დათვლის მონაცემები, რასაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა ამ ქვეყანაში. გავა წლები და კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამთ ამ მოვლენას, როგორ ამზადებდნენ ვიღაცები, და ეს ვიღაც ვინ არის თქვენ ძალიან კარგად იცით, რევოლუციას, დესტაბილიზაციას ამ ქვეყანაში და ამაში გამოყენებულ იქნა მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია და მისი დათვლის მონაცემები, როგორიცაა ISFED-ი. თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ISFED-ს იმიჯი არ შეელახოს და მან კვლავ მოახერხოს, როგორც აქამდე ახერხებდა, იყოს სუპერობიექტური და ის იყოს ერთ-ერთი მთავარი მაკონტროლებელი როგორ ჩატარდება ამ ქვეყანაში არჩევნები.
ეჭვი შეიძლება ყველა ჩვენგანს გაუჩნდეს ამ გაყალბებული მონაცემების ანალიზით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და ხელმძღვანელი, ის თავად ამ დამოუკიდებელს არათუ ვერ მიიღებდა, უბრალოდ მისი ინტერესი არ იქნებოდა, რომ არა მაგალითად, ეჭვის დონეზე მინიმუმ შეგვიძლია ვთქვათ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ინტერესი ან ჩარევა ამ ყველაფერში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.