logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „სამართლიან არჩევნებს“ დღემდე არ უთქვამს, რატომ მოხდა ფორმულის არევა, იყო შეცდომა თუ ვინმეს განზრახვა
- +

25 დეკემბერი. 2020. 02:55

 

 

„„სამართლიან არჩევნებს“ დღემდე არ უთქვამს, რატომ მოხდა ფორმულის არევა, იყო შეცდომა თუ ვინმეს განზრახვა, იმედია, ამასაც დაადგენენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

„ის ფაქტი, რაც მოხდა პარალელური დათვლის შედეგების ცდომილებასთან და ასევე მანიპულაციასთან, ამან გარკვეული რეპუტაციული ზიანი მიაყენა იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სანდოობის თვალსაზრისით კარგი სახელი ჰქონდათ. „სამართლიან არჩევნებს“ მოვუწოდებდით, რომ ამაზე რეაგირება იმ კუთხით ჰქონოდათ, რომ პირველ ნაბიჯში დაადგინეს, რომ ხარვეზი იყო, ითქვა, ფორმულა აირია, თუმცა დღემდე მათ ჯერ არ უთქვამთ, რატომ მოხდა ეს ფორმულის არევა – იყო შეცდომა, თუ ვინმეს განზრახვა. იმედია, ამასაც დაადგენენ შიდა მოკვლევით. იქნებ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართონ, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე და სანდო იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner