„საკმაოდ მოულოდნელი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემი ჰააგის მოსამართლედ დანიშვნამ, როგორ შეათავსებს, შეთავსებს თუ არა, სანამდე შეათავსებს, ყველაფერი ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რადგან არც არსებობს შეთავსების საკითხი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
როგორც მან განმარტა, მოსამართლედ არჩევამდე არის რამდენიმე თვე ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ ოფიციალურად უნდა შეუდგე მოვალეობების შესრულებას.
„ეს უკვე წყდება სასამართლოსთან ერთად და სასამართლო პრაქტიკისა და წესების პროცედურების შესაბამისად, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპიდან ჩეხმა მოსამართლემ უნდა ჩაამთავროს თავისი ვადა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას ორმაგად მხარდაჭერისთვის, რადგან მან ძლიერი მხარდაჭერა გამიწია საარჩევნო კამპანიის დროს“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ,