საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ISFED“-მა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში შეცდომა კი არ დაუშვა, ეს გარკვეული შეთანხმება იყო.
„ოპოზიციას არ აქვს პოზიტიური განწყობა, პირიქით, ახლა ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს, „ISFED“-ის ხელმძღვანელის გათავისუფლებაც კი არაფერია და რაღაც ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი. რეალურად კი , სერიოზული პრობლემა შექმნა იმ შეცდომამ, რომელიც მე პირადად არ მიმაჩნია შეცდომად და ბევრი ეჭვობს, რომ ეს გარკვეული შეთანხმება იყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.