სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ზველინი მხიზეს განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამი უფრო საშიში ან გადამდებია, ვიდრე ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი შტამი.
„დღეს არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ 501.V2 უფრო გადამდებია, ვიდრე დიდი ბრიტანეთში გამოვლენილი ვარიანტი, როგორც ამას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს. ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იგი იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმას ან სიკვდილიანობის ზრდას“, - აღნიშნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა.