logo_geo
eng_logo
ზურა ხაჩიძე: სისხლის ანალიზზე კარგი პასუხები აქვს - ძალიან გახარებული ვარ
- +

25 დეკემბერი. 2020. 20:06

 

 

ზურა ხაჩიძე 41 წლის გახდა. განსხვავებული დაბადების დღე აქვს - ის უკვე რამდენიმე კვირაა ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). მომღერალი „პრაიმამბებს“ ესაუბრა:

 

„ღმერთმა საჩუქარი გამიკეთა და გულით რომ ვინატრე, გათოვდა. მინდოდა… და ისეთი ლამაზია ტაბაკინის მონატერი და ტყე, სულ გადათეთრებულია. შევუკვეთე და მოვიდა. მადლობა ღმერთს.

სხვათა შორის, ჩემებთან სულ ვრეკავ ბორჯომში, 25-ში თოვლი თუ იქნება, მითხარით, რომ მანდ გადავიხადო დაბადების დღე-მეთქი. მაგრამ ჩემი ბავშვობის შემდეგ, 25 დეკემბერს, ბორჯომში არ მოუთოვია. და აი, იმერეთში დავიჭირე თოვლი…

 

ძალიან კარგი განწყობით ვარ. პირველი წელია მონასტერში შევხვდი ამ დღეს და არ აღვნიშნავ. მადლობა ღმერთს ამ შესაძლებლობისთვის.

20 წელია ერთი წელიც არ ჩავარდნილა, სულ კონცერტი მაქვს 25 დეკემბერს. “ქუჩის ბიჭებს” ტრადიცია გვქონდა  და ამ დღეს კონცერტს ვმართავდით. ძირითადად “ბერიკონში”.

მილოცვების ტალღას მაინც ვერ ავცდი. უამრავ მილოცვას ვიღებ.

საღამოს ლოცვის შემდეგ, სიმბოლურად, დამლოცავენ მამები.

ამდენი თბილი სიტყვისთვის ყველას მადლობას გეტყვით.

ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ხათუნას კარგად ყოფნაა, რისთვისაც ჩავიფიქრე აქ წამოსვლა, მისი გამოჯანმრთელებისთვის.

სხვათა შორის, ერთი კვირით ჩამოვედი თბილისში, სისხლის ანალიზები აიღო და კარგი პასუხები აქვს! ძალიან გახარებული ვარ. მადლობა უფალს, ჩემს თხოვნას რომ ისმენს.

ჩემს ცხოვრებაში ღმერთის ხელი ურევია. სხვანაირად იმ ყველაფერს ვერც მივაღწევდი, რაც მაქვს და არც ხალხის ამხელა სიყვარული მექნებოდა. ბედნიერი ვარ…“, - განაცხადა ხაჩიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner