logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გამიხარდებოდა, ანგარიშის წარდგენისას ოპოზიცია აქ ყოფილიყო, ცოტას გავერთობოდით
- +

25 დეკემბერი. 2020. 21:13

 

 

„გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის არყოფნას.

 

კალაძის თქმით, ოპოზიცია თბილისელების წინაშე პასუხისმგებლობას არ იღებს და ეს მათი არჩევანია.

 

„მათი გადასაწყვეტია, ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია ირჩევს თავის გზას. მე გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით. თუმცა, მათ არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას თბილისელების წინაშე და იმ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სჭირდება თბილისს და თბილისელებს,“- განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner