ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება საახალწლო დღეებში დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გაძლიერებას აპირებს.
„26 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აძლიერებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც დე ფაქტო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვლიდან დანარჩენ საქართველოსთან გადასასვლელი ყველა პუნქტი ჩაკეტა.