logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია, რომელმაც ე.წ. გაყალბების ნარატივი ააგო „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგებზე, ვიმედოვნებ, პოზიციას გადახედავს
- +

25 დეკემბერი. 2020. 21:21

 

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია, რომელმაც თავისი ე.წ. გაყალბების ნარატივი ააგო „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგებზე, თავის პოზიციას გადახედავს, რადგან ის არგუმენტი, რომელიც მათ ჰქონდათ, ხელიდან გამოეცალათ“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

ის მიიჩნევს, რომ  „სამართლიანმა არჩევნება“  შეცდომა გამიზნულად დაუშვა თუ- არა, ეს არასამთავრობო სექტორმა უნდა გამოიძიოს.

 

„კარგი იქნებოდა, რომ ეს „სამართლიან არჩევნებს“ თავიდან გაეკეთებინა, ან იმ დროს მაინც, როცა ჩვენ მათ შევხვდით და მივუთითეთ, რომ სერიოზული შეცდომა იყო დაშვებული. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ისიც კარგია, რომ შეცდომა აღიარეს და ეს გამგეობამაც დაადასტურა. საქმე ადამიანურ შეცდომასთან გვაქვს, თუ გამიზნულ აქტთან, მგონია, არასამთავრობო სექტორმა უნდა გამოიძიოს, რა მოხდა, რადგან ეს ჩრდილს მათ ნდობას აყენებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

შეგახსენებთ,  „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner