logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
- +

25 დეკემბერი. 2020. 21:54

 

 

ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.

ღონისძიების დროს, ტრადიციულად, ბინები გადაეცათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც 7 და მეტი შვილი ჰყავთ. წელს ასეთი 4 ოჯახი შეირჩა.

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე, სწორედ ამ ოჯახების პატარებმა მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაანათეს.

 

,,წელს ჩვენ უჩვეულო ამპლუაში გვიხდება ბათუმის მთავარი ნაძვის ხის ანთება.

მოგეხსენებათ, გასულ წლებში ამ დღეს ასობით ადამიანი იყო აქ შეკრებილი. იყო ზეიმი, სადღესასწაული განწყობა, ბავშვების ჟრიამული, რომელიც დღეს ძალიან დაგვაკლდა. პანდეემიდან გამომდინარე, წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბური ღონისძიებები არ ჩაგვეტარებინა.

ალბათ, ყველამ იცით, რომ ბათუმში, უკვე წლებია, ყოველ 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების დროს, ჩვენ ბინებს გადავცემთ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავთ. ამ ტრადიციას არც წელს ვღალატობთ და დღეს, 4 ოჯახს გარემონტებულ ბინებს გადავცემთ.

ამ ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, მინდა ვუსურვო მშვიდობა,  ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ პანდემიასთან ბრძოლაში", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner