logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ცენტრის შექმნა დაიგეგმა
- +

25 დეკემბერი. 2020. 21:58

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეაჯამა. მინისტრმა საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის სრულყოფილ უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ეფექტური კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გარეშე შუძლებელია.

 

„თანამედროვე საფრთხეების გათვალისწინებით, შეუძლებელია თავდაცვის სრულყოფილი უზრუნველყოფა ეფექტური კიბერუსაფრთხოების საშუალების გარეშე. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ კომპანიასთან „ფაირაისთან“ გავაფორმეთ კონტრაქტი მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ. წელს გავხდით ნატოს მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მრავალეროვნული, პლატფორმის ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დაიგეგმა კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ცენტრის შექმნა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხებში ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების დახმარებაზე და ისაუბრა სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე ჯარში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner