logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ტექნიკური შეცდომა დაუშვა, რეალურად კი ამ შეცდომამ სერიოზული პრობლემა შექმნა
- +

25 დეკემბერი. 2020. 22:39

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს „სამართლიანმა არჩევნება“ ტექნიკური ხასიათის შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით, სინამდვილეში, ამ შეცდომამ სერიოზული პრობლემა შექმნა.

 

„ოპოზიციას პოზიტიური განწყობა არ აქვს და პირიქით, ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებაც კი არაფერია და რაღაც ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა ადგილი. რეალურად კი, იმ შეცდომამ სერიოზული პრობლემა შექმნა, რომელიც შეცდომად არ მიმაჩნია და ბევრი ადამიანი ეჭვობს, რომ ეს გარკვეული შეთანხმება იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner