logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: მოლაპარაკებებს შანსი ყოველთვის აქვს
- +

25 დეკემბერი. 2020. 22:59

 

„მოლაპარაკებებს შანსი ყოველთვის აქვს. მთავარია, პოლიტიკურ მხარეებს უნდოდეთ, რომ მიზანს მიაღწიონ“, -  განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების გადახედვა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

 

„მოხარული ვიქნები, პარლამენტში ყველა ის ძალა და ადამიანი ვიხილო, ვისაც ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. პირობები დაწესებულია კონსტიტუციით, ასევე პირობებს ქართველი ხალხი აწესებს. შეუძლებელია, რამდენიმე ადამიანმა გადახედოს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, არ მგონია, დემოკრატიული პრინციპების საფუძვლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ქვეყანაში ვინმეს ინტერესებში შედიოდეს, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა იმისთვის, რომ დემოკრატიის იმ ნიშნულისთვის მიგვეღწია, სადაც დღეს ვართ. ვფიქრობ, ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. წინ უნდა გადავდგათ მეტი ნაბიჯი და არა – უკან. შესაბამისად, ქართველი ხალხის ნების გადახედვა იქნება ნაბიჯი უკან და არა ის, რომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა დაიხიონ უკან, რომელთაც შეიძლება, რაღაც შეცდომები დაუშვეს. ისინი კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში უნდა შემოვიდნენ და საქმიანობა პარლამენტში დაიწყონ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner