“NATO-სთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ NATO-სთან თანამშრომლობა მიმდინარე წელს საგრძნობლად გაძლიერდა. მინისტრმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება, რომელიც 2 დეკემბერს დამტკიცდა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
“NATO-სთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. წარმატებით მიმდინარეობს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. წელს განახლდა და უფრო გაფართოვდა ის შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო დაგვეხმარება ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.