logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მერაბიშვილის სპეცრაზმი ენჯეოს ოფისში შეიჭრებოდა და ,,სამართლიანი არჩევნების" დირექტორსა და ბორდის წევრებს დააპატიმრებდა
- +

25 დეკემბერი. 2020. 23:28

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ენჯეო ,,სამართლიანი არჩევნების" გარშემო შექმნილი ვითარება 10-12 წლით უკან გადავიტანოთ და წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა:

1️. მერაბიშვილის სპეცრაზმი ენჯეოს ოფისში შეიჭრებოდა და დააპატიმრებდა ,,სამართლიანი არჩევნების" დირექტორსა და ბორდის წევრებს, დალუქავდნენ და წაიღებდნენ კომპიუტერულ ტექნიკას ექსპერტიზის მიზნით;

2️. მთავარი პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადებდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია ,,იუესეიდის" საფარქვეშ მოქმედი რუსეთის ჯაშუშთა ჯგუფი, რომელიც ასრულ ბდა კრემლის დაკვეთას;

3️. გამოქვეყნდებოდა ფარული ,,აუდიოჩანაწერები", თუ როგორ ესაუბრებიან ,,გრუ"-ს წარმომადგენლებს ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელები და როგორ იღებენ მათგან ინსტრუქციებს პროდასავლური ხელისუფლების რევოლუციური გზით დასამხობად;

4️. ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელებს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო გაასამართლებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისა და გადამტრიალებელთათვის ინტელექტუალური დახმარების გაწევის მუხლებით;

5️. ენჯეო ,,სამართლიანი არჩევნები" სამუდამოდ შეწყვეტდა არსებობას!“, - წერს ჯაბა ხუბუა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner