logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ერთ წელში ირაკლი ღარიბაშვილმა მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე მისმა წინამორბედმა ერთად აღებული
- +

26 დეკემბერი. 2020. 00:31

 

 

„დღეს თავდაცვის მინისტრმა, წარმოადგინა 2020 წლის ანგარიში. არ მოგაწყენთ თავს ვრცელი შეფასებით. ერთ წინადადებაში იმის თქმა შემიძლია, რომ ერთ წელში ირაკლი ღარიბაშვილმა მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე მისმა წინამორბედმა ერთად აღებული“, - ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ პირად გერდზე წერს.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არაფერი ფუჭდება და ისეთს არ აკეთებენ, რის გამოც ბოლო 15 წლის მანძილზე ვადევნებდი თვალს და მიწევდა მწვავე რეაგირება.

ამ ერთ წელში მოახერხეს თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ ბაზის შეკეთება, სადაც სამხედროები სამსახურს გადიან. ეს ეხება როგორც ტერიტორიების კეთილმოწყობას, ასევე შტაბებს, ყაზარმებს. ასევე შენდება ბინები.საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგება აუცილებელია, რათა სამხედროებს სამსახურისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ.

 

რაც შეეხება მთავარს.

ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რამდენად ცუდ მდგომარეობაში დატოვეს ჯარი 2012 წელს. ვისაც არ სჯერა და დაშვება აქვს, მიგასწავლით სად უნდა ნახოთ. ამ ერთ წელში რამდენიმე მიმართულებით ძალიან ბევრი კეთდება. კერძოდ:

- საბრძოლო მომზადების ინსტენსიობის და ხარისხის ზრდა;

- შეიარაღების და ტექნიკის აღდგენა, შეკეთება, მოდერნიზება;

- ახალი ტექნიკის შეძენა.

ბევრი მიმართულებით არის კარგი ჩანაფიქრები, მიდის მუშაობა, მაგრამ ყველაფერს აქ ვერ გავაშუქებ.

აქვე დავწერ, იმდენი დრო დაიკარგა მანამდე, რომ ეს ტემპები საკმარისი არაა. არის მიმართულებები, სადაც კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს მივაწვდით. სამინისტრო ამ მხრივ გახსნილია.

წარმატებებს ვუსურვებ თავდაცვის სამინისტროს!“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner