logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ვაქცინების დანერგვის გეგმის პირველი დრაფტი ორშაბათს იქნება, ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე
- +

26 დეკემბერი. 2020. 01:21

 

 

„მე ჩემი ვარაუდები მაქვს, როდის მივიღებთ ვაქცინას, მაგრამ არ მინდა, ღია ეთერში ვთქვა და მერე არ შესრულდეს“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ საქართველომ სამი მაღალეფექტური ვაქცინიდან ერთ-ერთი მარტამდე მიიღოს.

 

„ორშაბათს იქნება საქართველოში ვაქცინების დანერგვის გეგმის პირველი დრაფტი. ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, მსოფლიოში აცრა ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს. ჩვენ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელსაც „კოვაქს“ პლატფორა დაამტკიცებს და რომლის დასტურს ჯანმო მისცემს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner