logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: რეგულაციების შემსუბუქების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა საბჭომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო
- +

26 დეკემბერი. 2020. 02:03

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო.

 

„არაფერი დასამალი არ არის, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ზოგადად, შემსუბუქების, რადგან ტენდენცია უკეთესობისკენ იყო.

თუმცა, ვიტყოდი, დაბალანსებული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ექიმები ვართ და უპირველესი ჩვენთვის რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეა. ამიტომ, რადგან ტენდენცია იყო უკეთესობისკენ და ამ მიმართულებით მივდიოდით, ზოგადად მიღებულია, რომ ეს შეზღუდვები, როგორც წესი, სულ მცირე, ხუთი-ექვსი კვირა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ რიგი შეზღუდვები დავტოვეთ ძალაში და შემსუბუქება მინიმალური მოხდა. ის მხოლოდ დახურულ სავაჭრო ობიექტებს შეეხო.

 

ვიტყოდი, დაბალანსებულია, რადგან ხალხი ერთი მხრივ, გარკვეულწილად, დეპრესიულ მდგომარეობაშია, მეორე მხრივ, წინასაახალწლო პერიოდია, ამავე დროს, ბიზნესს მეტი სტიმული სჭირდება ამ დროს. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა. ამიტომ, ამ დროს დანის პირზე გვიწევს სიარული. ერთი მხრივ, მოსახლეობის ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მოსახლეობა კიდევ მეტად არ გაღარიბდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner