„„ისფედს“ 2,4%-იანი შეცდომა კი არ მოუვიდა, ეს იყო სააკაშვილის დაპირებული 2,4%-იანი სიურპრიზი!“, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„უბრალოდ, დროსა და სივრცეში აიჭრა ის მანიაკი და ვერ მიხვდა, რომ ახლა არც 2003 წელია და არც ხელისუფლებაა მორალურად წელში გატეხილი!
მაშინაც მიზანმიმართულად აკნინებდნენ იმ ხელისუფლებას, რომლის ნაწილიც თვითონ იყვნენ, მოსავალი კი ნოემბერში აიღეს ძალაუფლების სახით! ერთი 10 წლით ახალგაზრდა ყოფილიყო შევარდნაძე და იმასაც ვნახავდი, როგორ აიძულებდნენ სახლში წასვლას!
„ისფედის“ ქართულმა ოფისმა კი ცელი გამოუსვა ამ ორგანიზაციასაც და მის დონორებსაც! იმას აღარ ვიტყვი, სად გამოუსვა! რა საჭიროა სიტყვები, როცა ისედაც მიხვდებით!“, - წერს მძინარაშვილი.