მკვლელობა კახეთში - იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი.
შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.