ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.
როგორც მან განმარტა, ვაქცინაციის პროცესის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.
„მე სკეპტიკოსებს მივეკუთვნები. ჯანდაცვის მინისტრს უკვე ვუთხარი, რომ ვაქცინაციას არ გავივლი“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ბელარუსში კორონავირუსის 181 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო 1 358 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.