ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რამდენად ცუდ მდგომარეობაში დატოვეს ჯარი 2012 წელს. ვისაც არ სჯერა და დაშვება აქვს, მიგასწავლით სად უნდა ნახოთ. ამ ერთ წელში რამდენიმე მიმართულებით ძალიან ბევრი კეთდება“, - ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სამინისტროს საქმიანობის შესახებ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს.
„კერძოდ:
- საბრძოლო მომზადების ინსტენსიობის და ხარისხის ზრდა;
- შეიარაღების და ტექნიკის აღდგენა, შეკეთება, მოდერნიზება;
- ახალი ტექნიკის შეძენა.
ბევრი მიმართულებით არის კარგი ჩანაფიქრები, მიდის მუშაობა, მაგრამ ყველაფერს აქ ვერ გავაშუქებ.
აქვე დავწერ, იმდენი დრო დაიკარგა მანამდე, რომ ეს ტემპები საკმარისი არაა. არის მიმართულებები, სადაც კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს მივაწვდით. სამინისტრო ამ მხრივ გახსნილია.
წარმატებებს ვუსურვებ თავდაცვის სამინისტროს!“, - წერს სალუქვაძე.