logo_geo
eng_logo
განათლების სამინისტრო ალექსანდრე ხომერიკის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

28 დეკემბერი. 2020. 20:11

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ოპერის მომღერლის ალექსანდრე ხომერიკის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

 

ალექსანდრე ხომერიკი 1977 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრი იყო და სხვადასხვა წლებში არაერთი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი პარტია შეასრულა, მათ შორის: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“) სხვა.

 

ალექსანდრე ხომერიკი 1993 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიებით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner