„როგორც წლების შემდეგ ბერლინის კედელი დაიშალა, მავთულხლართები აღარ იარსებებს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოფელ ფახულანთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ ახალ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
“ეს არის უმძიმესი დანაშაულებრივი შეცდომა, თუ არა დანაშაული ყოველგვარი შეცდომის გარეშე, თუ არა კონსპირაცია, რაც მოხდა 2008 წელს. უმძიმესი ბრალდებები ისმოდა, ისმის და ამ ბრალდებებს აქვს საფუძველი, თუ რატომ არ გაყვა სააკაშვილის ხელისუფლება, ჩვენი დასავლელი პარტნიორების საგზაო რუკას, სამოქმედო სტრატეგიას და შედეგს ჩვენ ყოველდღე ვიმკით, მათ შორის მავთულხლართების გაბმით, ხალხის გატაცებებით, რაც არის ოკუპაციის ესეთი მძიმე, ბოროტი სახე. რასაკვირველია, ამას არავინ შეეგუება და ისევე, როგორც წლების შემდეგ დაიშალა ბერლინის კედელი მავთულხლართები აღარ იარსებებს. ვფიქრობ, რომ უფრო მალე ვიდრე სხვა პროგრესული მოვლენები, რომელსაც უახლოეს ისტორიაში ჰქონდა ადგილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორად აფასებს შექმნილ რთულ ვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ არავის, არც დღევანდელ თაობაში და არც მომავალ თაობაში ექნება განცდა, რომ ეს ტერიტორია დაკარგულია ან ოკუპანტმა თავისი სტრატეგიული სამხედრო ინტერესები გაატაროს ამ რეგიონში. როცა აქვთ შესაძლებლობა მაშინ განაახლებენ. როდესაც სერიოზული ბრალდებებია ჩვენი მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, სწორედ მაშინ ხდება მაშველი რგოლის გადმოგდება საოკუპაციო ძალის მიერ”, - განაცხადა ვოლსკიმ.