წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ქვედა საფარს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 20-კაციანი ჯგუფი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო აქტიური სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.