logo_geo
eng_logo
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტყეში ხანძარია
- +

28 დეკემბერი. 2020. 20:43

 

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ქვედა საფარს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 20-კაციანი ჯგუფი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო აქტიური სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის  გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner