logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მგონია, რომ ამ ქვეყანაში სახალხო დამცველი არ გვყავს
- +

28 დეკემბერი. 2020. 21:04

 

 

„მგონია, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის შემდეგ არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

 

„მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს, პირველ რიგში, მათი საქმეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner