„ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება და ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე დაგვიდგა მხარში“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებამ გააბათილა მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს საბიუჯეტო დაფინანსებას არ გამოუყოფდა.
ინფორმაციისთვის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან $132 მილიონზე მეტს მიიღებს.