logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მეტ ოჯახს დავეხმარებით
- +

28 დეკემბერი. 2020. 22:18

 

 

ალუაშვილების ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა.  დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა.  ოჯახის წევრებმა ნაძვის ხე დღესვე კახა კალაძესთან ერთად მორთეს.

 

თბილისის მერმა ბიზნესსექტორს სოლიდარობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის  შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე. ეს შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს მიტაცებულ მიწებზე აშენდა. ჩვენს მიდგომებზე ამ თემის მიმართ მეტს არ ვისაუბრებ. ახლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი  არის ის, რომ აქ ვართ. მეც ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვმალავ. დარწმუნებული ვარ, მათაც გაუხარდებათ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ ახალ ბინაში

 

მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, აკეთოს სიკეთე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა, სიკეთის კეთება.  ეს ყველაფერი არის გადამდები. რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მეტ ოჯახს დავეხმარებით. ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner