logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ალუაშვილი: ასეთ ბინას არ ველოდით, მოლოდინს გადააჭარბა - ვეცდებით ბატონი კახის იმედები გავამართლოთ
- +

28 დეკემბერი. 2020. 22:33

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ალუაშვილების ოჯახს  პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა. 

 

„ასეთ ბინას არ ველოდით, მოლოდინს გადააჭარბა. უზომოდ გვიხარია. პირველ რიგში პატარების განათლებაზე ვიზრუნებთ და ვეცდებით ბატონი კახის იმედები გავამართლოთ. ვიცი ძალიან ბევრი ადამიანია დღეს გაჭირვებაში და ყველას მივმართავ, არ დანებდნენ, არ ჩაიქნიონ ხელი, იღბალი ერთ დღეს მათაც გაუღიმებთ,"- განაცხადა ალექსანდრე ალუაშვილმა.

 

ვარკეთილის რაიონში მდებარე ოთხოთახიანი ბინა ალუაშვილების ოჯახმა საჯარო რეესტრში 18 დეკემბერს ოფიციალურად გადაიფორმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner