logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თუ ოპოზიციურ ფლანგზე არ მოხდა იდეოლოგიური და ღირებულებითი განახლება, ასეთი ცვლილებები არაფერს მოიტანს
- +

28 დეკემბერი. 2020. 23:06

 

 

„თუ ოპოზიციურ ფლანგზე არ მოხდა იდეოლოგიური და ღირებულებით განახლება, ასეთი ცვლილებები არაფერს მოიტანს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიას წასვლას.

 

„ელენე ხოშტარიას ევროსაქებიდან წასვლაზე, მისი კოლეგა ამბობდა დღეს, პოლიტიკური სპექტრის განახლებას ითხოვს საზოგადოებაო.

თქვენს გადალაგება-გადმოლაგებას კი არა, ისეთი ხალხის შემოსვლას ითხოვს საზოგადოება, ვინც არ ყოფილა პოლიტიკაში.

თქვენს გადალაგება-გადმოლაგებას და გაყოფა-გამოყოფას რა მნიშვნელობა აქვს და რა ცვლილება მოაქვს?!

იყო ერთი გირჩი, გახდა ორი, იყო ერთი ენმ, გახდა... რამდენი გახდა, ვეღარ დათვლი. ვინც ენმ-დან გავიდა, ენმ-ად დარჩა. რას იღებს ამით საზოგადოება?!

თუ ოპოზიციურ ფლანგზე არ მოხდა იდეოლოგიური და ღირებულებით განახლება, ასეთი ცვლილებები არაფერს მოიტანს.

35% აიღო ხოშტარიამო. გასულიყო მარტო, უპარტიოდ და დანარჩენი ოპოზიციის გარეშე. მერე დაეთვალათ ხმები. ეს 35% მთელი ოპოზიციის მხარდაჭერით იყო, როგორც ერთიანი კანდიდატის. შესაბამისად 35% იმ ოლქში თითქმის მთელი ოპოზიციის რეიტინგია, იმ პარტიებს გარდა, რომლებსაც თავიანთი კანდიდატები ჰყავდათ“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner