ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო უნდა იყოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70-80% ვაქცინას არ გაიკეთებს, ვაქცინაციას შედეგი არ ექნება.
,,პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ეს არის ორი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ავცდებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ.
არავითარ შემთხვევაში ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ,,ფეიკი". დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არც ერთი ვაქცინა და არც ერთი წამალი არ დაამტკიცა.
მთელი მსოფლიო, მათ შორის მეც დავიღალე პირბადით სიარულით. ან ჩვენ ვაგრძელებთ პირბადეებით ცხოვრებას კიდევ 5 წელი, ან არის მეორე საშუალება, ეს არის ვაქცინაცია. ერთადერთი ვაქცინაცია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს 70-80% იქნება ვაქცინირებული. თუ იქნება ნაკლები ვაქცინაცია, ეს ვაქცინაცია არ იმუშავებს, “ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.