ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სამი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვს კოვიდცენტრში ამ დროისთვის 249 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან 32 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8563 შემთხვევა დაფიქსირდა, 6 746 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 111 ადამიანი კი გარდაიცვალა.